სულით დაავადებული ვერ გრძნობს, რომ ის ავადმყოფია. ბევრი ავადმყოფი უნდობლობას უცხადებს ახლობლებს, ბევრი კი პირიქით...
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მედპერსონალის `გული მომეგო~ და უფლება მომეპოვებინა სულით დაავადებულებს პირისპირ შევხვედროდი. უფრო მეტიც, მათ პირად საქმეებს გავცნობოდი.
დათო მაგიდასთან დაჯდა და ჭუჭყიანი ხელები მაგიდაზე დააწყო: `ავღანეთში ვიყავი, იქიდან გამაკომისიავეს, წამოვედი სახლში. ერთხელაც კუხნაში ვართ - მე, დედაჩემი, ჩემი პატარა ძმა. ვზივართ და დედაჩემი ტანჯულობს. მე ვუთხარი: დედა, ნუ ტანჯულობ, დაჯექი-მეთქი შენცა, დაგინახო-მეთქი. საჭმელს ვჭამდით და უცებ ეწყინა, რა ეწყინა... და ჩემმა ძმამ დაქოქა 31 და მე ჟაპოროჟეცი და... წამოდიო, მუხრანშიო, ფქვილები ავიღოთო და მომიყვანა აქა. მგონი აღელვებული ხარო... მე ვუთხარი ნუ მსვამ-მეთქი, აქედან გამოყვანა ძნელია-მეთქი. არიან ადამიანები, რომლებიც შენაო, გიმკურნალებენო. ერთი თვეა უკვე აქა ვარ და დახმარება მინდა, - თვალები აუწყლიანდა, - გამიყვანეთ, დამეხმარეთ, ერთი თვეა უკვე ასე ვტანჯულობ. ცოლი გამექცა, ვიღაცას უთქვამს ავადმყოფია და რად გინდაო. ვმუშაობდი ნაგავტრესტის დამუშავებაში, დამხმარე მუშად. ავღანეთში ვიბრძოდი 80-81 წლებში. თავის არეში ვიყავი დაჭრილი. დაიმალა ჭრილობები, დიდი ხნის ამბავს გიყვები. მე ვიყავი `ტექნიკა აბესპეჩენიაში~. სამხედრო დამატებითი `პალასიდან~ წამიყვანეს და ჩაგვიყვანეს. აი, ის რომ არის - ქაბულში. ქაბულში ვიყავი დეპარტამენტის საზღვრის დაცვაში. რომ არ დაეხოცათ ვითომ ელჩები. კარგა ვიყავით ჩაცმულნი. შავი ბერეტები გვქონდა რაღაცეებით. ჭრილობა მივიღე აურზაურში. ბაგრაქარმანის მოკვლა უნდოდათ და დაესივნენ მთელი შანტრაბანდა და ამ დროს დავიჭერი. 60 პატრონა ხომ დახარჯეო და წადი ეხლა გაიქეციო. რომ გამოვიქეცი, მაშინ მომხვდა. აღარ მოგივა შენ ისინიო და 30 ხომ დაგახარჯეო და წადიო შეიმალე სადმეო. ქართველები ბევრნი იყვნენ. სკოლა 79-ში დავამთავრე.
ავღანეთში, როგორც იცით, დღისით გამოდიოდნენ ხალხის დასახოცად. ვერტალიოტი სადაც დაჯდა იმ ადგილას კუხნა გავაკეთეთ. არაფერი არ მიგვრძნია არეულ-დარეულობა. დაქსაქსულობა იმიტომ არ იყო, რომ არ მოველოდით. ჯერ მარტო მე წავიღე 3 ტონა ტყვია-წამალი. მარტო იყო დაქსაქსულობა. `პალევოი აბრაბოტკას~ რომ ეძახდნენ. ეგენი იყვნენ გასულები ტყეში. კონტროლს უწევდნენ აეროფლოტს: დაჯდა თუ არ დაჯდა. 13 მილიონი საბჭოთა სალდატი შეაკვდა. ერთი სამი მაგდენი თავიანთი ხალხი.
შეგიძლიათ თქვენ, რომ გამიყვანოთ? არაფერი საქმე საქმეზე არ მომდის, თორემ ნაკვეთი მაქვს. რატომ არ შეიძლება ვითომ ვინმეს გავუნაწილო? ვიმეგობროთ რა... არა ვარ არაფრის ცულის ჩამდენი. ნაკვეთში საძირკველი ჩავასხი ექვსი-ექვსზე. ნახევარს გაჩუქებ. შენთვისაც კარგი იქნება. თუ მომაწყობთ მანქანის `მოიკაზე~, გინდაც დამხმარედ, გინდაც მენაგვედ, ვიმუშავებ. დედაჩემმა რაზე იწყინა, არ ვიცი... როგორ ვუთხარი იცით? ძაან ფუსფუსებდა და შემეცოდა. დედა არის და შემეცოდა. მე ისეთ დიდ სამუშაოს ვერ გავაკეთებ. `ატვეტსტვენნი~ სამუშაოს ვერ გავეკთებ.
ავღანეთიდან წამოვედი 82-ში. ჯერ ტაშკენტში ჩამიყვანეს. პალატკა იყო გაკეთებული, თეთრი პლიუსი ეხატა. მომეკვლევინება კაცო, ეს ბიჭიო, რამდენჯერ უნდა დაიჭრასო? ხუმრობით უთხრა რუსულათა. დიპლომი მომცეს `ავღანისკაია~ რაღაცა ეწერა ზედა. კაციშვილმა არ მომცა პენსია. ჩინ-მედლები წერიაო, რაღაცეები წერიაო და ამას ვერ გავაფუჭებო. წაიღეთო ისევ ავღანეთში და რაღაცას გაგიხერხებენო. გამიხერხეს საპენსიო საბუთი.
აქ, არა უშავს, საჭმელი თუ იქნება, კარგი იქნება.
გული მეტკინასავითა, რატომ უნდა შემაგდოსავითა და კარები გამომიხუროს? არავისთან მიჩხუბია, მართლა გეუბნებით. ყველას გეფიცებით, - ისევ ცრემლი მოადგა თვალებზე, - რაზე აეკიდნენ ჩემს სპორს აგრე...
ჩვენს მოლაპარაკებაზე ვის უნდა ელაპარაკა. ამერიკა ცალკე იყო შესული რამე წეერთმია, ის დუშმანი ცალკე იყო, რომ წეერთმია, საბჭოთა კავშირი ცალკე ომობდა, რომ რამე დარჩენოდა, ეგრე არ არის?
ისე, გინდა რომ დაგეხმარო? უმუშევარი ვარ, წამოვიდოდი და ვიმუშავებდი. რასაც მეტყოდი, მორალურად და ზნეობრივად. ეს არის თავის ტკივილები მაქვს. სადამ ჰუსეინი აირჩიეს. მხვდებიან-ხოლმე, ის რომ არის დიდუბისა, ვაგზალი. ჩამოდიან-ხოლმე. დათო როგორა ხარო, კარგად ვარ-მეთქი. დამიმახსოვრეს. დათო, დათო, ყვირიან ხოლმე... ძაან ნიჭიერი ხალხია, ძაან კომპოზიციებს მისდევენ.
გამიყვანეთ აქედან, დედას ვფიცავარ, მეორეჯერ აღარ მოხდება, ხმასაც არ გავცემ. აღარ დაველაპარაკები. იმიტომ არ დაველაპარაკები, რომ დედაჩემს წვლილი აქვს ჩემზე. არის-ხოლმე შემთხვევები, რომ ვაქებ-ხოლმე, ნუ აქებო. იმიტომ ვაქებ, რომ ჩემიანები არიან.
მე წამომცდასავით, რომ ქართველი ვარ, თორემ კაციშვილი არ წამიყვანდა...~
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1997 წელს ფსიქიატრიულში პირველად მოხვდა. საქმეში ვკითხულობთ: `ვაკის პოლიციის მუსაკებმა დათო ......ს მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე პერანგის მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა ქაღალდში გახვეული მოყავისფრო ფხვნილი. არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისთვის... ამიტომ დაენიშნოს იძულებითი მკურნალობა.~ მკურნალობდა ხონშიც. სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებული. რამდენჯერმე გაპარულია საავადმყოფოდან. დააბრუნეს ოჯახის წევრებმა. ობიექტური მონაცემებით, რომ ავღანეთის ომშია ნამყოფი, არ არის.
ოთახში რობერტი შემოდის და დარცხვენილი ჯდება: `მე მოვედი, ისა... მეოთხედ თუ მეხუთედ მოვხვდი აქ. არ გეგონოთ, რომ დარიგებული ვარ. სახლიდან მოვდივარ პირდაპირ, აქ უნდა დავწვე-მეთქი. არ შეიძლება თქვენი საშუალებით მადლობა გადავუხადო? განყოფილების გამგის, მთავარი ექთნის, მედპერსონალის ძალიან კმაყოფილი ვარ. თბილი ხალხია, ყურადღებიანი. საჭმელს რაღაცა ეშველება.
მე ჯარში მომივიდა ეს. მერე ცოლი მოვიყვანე. ორი შვილი მყავს, ბიჭი და გოგო და კმაყოფილი ვარ ცხოვრების. პენსიონერი ვარ. ჯიხური გვავქს, მეუღლე პატრონობს.
მესამე დღეა რაც მოვედი. დავატყვე ჩემს თავს, რომ ცოტა ვერ ვიყავი კარგად და სანამ უფრო გამირთულდებოდა მოვედი, პროფილაქტიკა ჩავიტარო. თვის ბოლომდე ვიქნები და წავალ. სანამ აირეოდა ქვეყანა უნივერმაღში ვმუშაობდი მუშად. ჯარში მსენებლობაზე ვმუშაობდი, მერე გადმოვედი, შუბლი დავარტყი და კანტუზია მივიღე. მერე ხანდახან ნერვიულობა, რაღაცა.... და მოვდივარ-ხოლმე ჩემი ფეხით. თუ არის საშუალება მადლობა გადაუხადეთ მედ-პერსონალს.~
დისპანსერში აღრიცხვაზეა. სადაც თავის ნებით დადის. ემორჩილება ექიმებსაც და მეუღლესაც. ჰყავს ორი შვილი. აქვს ჯიხური და მეუღლეს ეხმარება.
მხარბეჭიანმა მამრობითი სქესის სანიტარმა ოთახში 41 წლის რეზო შემოიყვანა: `გამიხარდა თქვენი ნახვა... ჩამი გულის ნადები მინდა გაგიზიაროთ. ფსიქოტრონული იარაღი გაგიგიათ? არა? მაშინ ვერ ვილაპარაკებთ... ფანტაზიებშია ეს ყველაფერი. მე კომკავშირელი ვიყავი, პიონერი, ოქტომბრელი, მე არ შევიცვლები... პასპორტი ხომ არის `სავეცკი~, იცით, რაშია საქმე? ისე ვარ აღზრდილი, კომუნისტური სულისკვეთებით. კომუნიზმი მირჩევნია. ერთი ანეგდოტი იყო ასეთი: დაიჭირეს კომუნისტმა ებრაელმა და ფაშისტმა ეშმაკი და ეუბნებიან: უნდა მოგკლათო... თითო სურვილს ყველას შეგისრულებთ და გამიშვითო. კომუნისტი ეუბნება: დახოცე ყველა ფაშისტიო. ფაშისტი ეუბნება: დახოცე ყველა კომუნისტიო. ებრაელი ეუბნება: ამათ თუ სურვილი შეუსრულდებათ, მაშინ მე ყავა მომიდუღეო.
იცით, როგორ ვარ დაბადებული? 60 წელს ვარ დაბადებული. 19 დეკემბერს დაბადებულია ბრეჟნევი. 20 დეკემბერს მე და 21-ში სტალინი. დამთხვევაც ასეთი უნდა. `როდდომში~, რომ დავიბადე, დედამ ხუთ თითზე დამნიშნა. აფხაზები სულ ეძებდნენ რომელი ხელიაო, მარჯვენა თუ მარცხენა თავის დროშაზე. ფსიქოტრონულ იარაღთან მივდივართ ახლა. ისე თავისუფალ დროს ლექსებს ვწერ, კი ვიცით როდის გაჩნდა ნათურები და ტელევიზორი, მაგრამ ვიტყვი და თქვენ გაიგეთ:
`ღმერთმა იცის, რატომ შექმნა ქვეყნად საგიჟეთი
ყველას უკვირს, ვერ გაიგეს, რატომ გაწყრა ღმერთი...~
ჩვენთან უფრო სიწყნარეა, ვიდრე გარეთ... უნამუსო ვიყო...
სანამ მე მომივიდოდა ჩემი დაავადება, მამაჩემს სჭირდა შიზოფრენია. შიზოფრენია ვირუსია. ეხლა ვკურნავთ მაღალ წნევას. გესმით რაშია საქმე? ყველაფერი მედიცინისთვის კეთდება. აი, ასეთი მაგიდა ჰქონდა ჩემს მოწონებულს. უარმყო და გათხოვდა სხვაზე.
იცით, რაშია საქმე?
ჩემს მეზობლებს დაემართათ შიშები. მე ვიყავი დისპანსერულ მკურნალობაზე. აქ უნდა მოვსულიყავი. 21 დღე ველოდებოდი პენსიას. ისე, ხშირად ვარ ნაწოლი. უზრუნველი ვარ საჭმლით. 36 ლარი მაქვს პენსია. სასადილოში ვჭამ უპატრონოებთან. მეორეჯერ რეაბილიტაციის ცენტრში. 36 ლარი ხომ მეყოფა ჩაიზე და კარაქზე? ხოდა, დაემარტათ შიშები, ვერ გამიგეს, 12 საათის შემდეგ არ იხმაუროო. მერე ცოტა დავლიე, გესმით? - დაბალი ხმით, საიდუმლოდ მიმხელს, - ჩემი დალევა არ შეიძლება. ქალი შემიყვარდა, რა მოხდა მერე ციხეში რომ იჯდა, ხომ არის ისეთი შემთხვევები, კარგი დედები რომ დგებიან? მე ვარ `ადნალუბი~. საქმე ჩაწყობილი მაქვს. დილით უნდა მოვიდე, ფორმა 27 უნდა ავიღო და...
აქ ოთხი წელი მქონდა გატარებული. მაშინ მიჭირდა ეკონომიურად, გაუმარჯოს ედუარდ შევარდნაძეს, რომ ასე გვეხმარება ჩვენ.
ხოდა, მოვიდა მილიცია, უნდა იმკურნალო ცოტა ხნითო და წმოდიო. 22 წელია დიაგნოზს მისვამენ და ვერ დამისვეს. აი, ესაა ჩემი დაავადება, მავიწყდება რითი დავიწყე, თუ შემაწყვეტინეს. მე ჩემს ფანტაზიებში ვცხოვრობ. რასაც მოინდომებს ადამიანი, რისი სულისკვეთებაც აქვს, იმ ფანტაზიაში ცხოვრობს. ხომ იყო `კავიორ სამალიოტი~, ხომ შეიქმნა თვითმფრინავი? კომუნიზმის აშენება ძნელი არ არის... უბრალოდ, ახალი ადამიანი ვერ აღზარდეს კომუნისტებმა რომ არ მოიპაროს... ჩავაქროთ სიგარეტი, თითები რომ არ დაგვეწვას, - ამბობს და ფრთხილად აქრობს ყავის ლამბაქზე... - ფსიქოტრონულ იარაღზე. ჩემი შეეშინდათ. იცით რატომ? სულით გაორება არ არის შიზოფრენია. ესაა ვირუსი, როგორც ბაცილა, როგორც გრიპი. გენებით გადადის.
მიწისძვრები ხომ იყო. ეხლა გათბობაა, თბილი ზამთარი იქნება. ეს იმიტომ ხდება, რომ კოსმოსი გახვრიტეს. ოზონები გამოიგონეს, დეზადორანტები, რომელიც ხვრიტავს ატმოსფეროს. აქედან წარმოიშობა მზის მხურვალება. გიჟებს, ჩვენ გვეუბნებიან, თუ კარგად მოიქცევით ბასეინში წყალს ჩაგისხამთო... მე მიყვარს ანნა. თუ ისიც თანახმაა, თუ წინაღობა, როგორც ელექტროობაშია, ელექტრიკი ვარ პროფესიით, კვლევით ინსტიტუტში ვარ ნამუშევარი. `აბლუჩონნიც~ ვარ. `აბლუჩაწელშიც~ ვარ შესული. არ ვიცოდი, რომ ჩართული იყო. მომიწყვეს. ცდას ატარებდნენ ჩემზე. მამა ხომ გიჟი მყავდა. აბა, შვილი რა გამოვაო... `ვსიო ვა იმია მედიცინი ძელაეტსა~.
მომისმინეთ, ფსიქოტრონულ იარაღზე... თუ რაიმე წინაღობა იქნა, მოხდება დიდი წყალბორბალა. დედამიწის `ვრაშენიე~, რომ გადავარჩინოთ... კარგი ადამიანი ხარ და გასწავლი, როგორ გადაირჩინოთ თავი. უნდა ჩაყვე ქარბორბალას, კატასავით გადატრიალდე და ამოხვიდე იქიდან. ანნას ვასწავლე. ჩვენ გადავრჩებით.
ჯერ იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი და ღმერთი იყო სიტყვა. თუ გიყვარს ღმერთი, გიყვარს ხალხი და თუ გიყვარს ხალხი, გიყვარს შენი თავი. იყო ერთი ყველაზე ახალგაზრდა კაცი აფხაზეთში. მითხრა წიგნი იკითხეო. ეხლა ის მოსკოვშია. ჩვენ ერთმანეთის მიმართ დისტანცია გვიჭირავს, იმიტომ რომ მე ვარ ფსიქოტრონული. მაინც ვერ გაიგეთ, კარგია, რომ ვერ გაიგეთ... ანნა აქ გავიცანი. ყველაზე ცუდს იცით რას აკეთებს? პასპორტს წვავს. მაგას სჭირს ტელეკინესი. იცით რას ნიშნავს? ტელევიზორს ელეპარაკება. რომ დაინახავს შევარდნაძეს ამხნევებს: ნუ გეშინია შენთან ვართ... შენ აგვაცდინე მესამე მსოფლიო ომს... ამის გულისთვის შეიძლება ადამიანის აქ მოყვანა?
14 ლარი მაქვს პენსია. მეც ვეხმერები სახელმწიფოს. პანკისის ხეობაში ვრიცხავ ერთ ლარს. მე რა მიყვარს იცით? ღვინო, ქალები, დუდუკი... ღვინო არ შეიძლება ჩემთვის... ქალმა რომ მითხრას, გადამეღობე მატროსოვივითო, გადავეღობები...
ბურჯანაძის პასპორტი რომ მქონდა იცით? გაიგე ფსიქოტრონული იარაღი?
ისე, რა განსხვავებაა მილიციელსა და ჟურნალისტს შორის? დიდი არა, ალბათ. ჟურნალისტი არ იჭერს კაცს. სანაიაც ჟურნალისტი იყო, სიმართლეს ამბობდა.
საინტერესოა, გრიბოედოვის საფლავზე რომ ავიდე და ეკატერინე ამოვთხარო რამდენ ნემსს გამიკეთებენ... თუ დამიჭერენ და `პაჟიზნენით~ ჩამსვამენ?~
აფხაზეთიდან დევნილი. ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში. მეზობლების ჩივილის გამო, პოლიციამ ფსიქიატრიულში მიიყვანა. პირველად ფსიქიატრიულს თავად მიაკითხა.
ოთახში სოლიდური შესახედაობის 63 წლის რიჩარდი შემოდის: `კარი გავაღე და ვხედავ მილიციაა, ბორკილები დამადეს და მომიყვანეს. ახლა კი მივხვდი, სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ. ბოლო ხანებში კგბ-ს ხაზით ვიყავი. ჩემი ხელმძღვანელობა არც ერთი არაა ცოცხალი. ჩემი ეშინიათ. იტყვი - დამნაშავე ხარ. არ იტყვი - მაინც დამნაშავე ხარ. მე მივხვდი სახალხო მოვალეობას ვასრულებ. შევარდნაძემაც თქვა, ჯოჯუამაც, ეგ უნდათ პრეზიდენტადო. ზვიადიმაც თქვა: მაგას რომ რაიმე დაემართოს, ცოცხალი ვერ გადამირჩებითო. უფროსობა აღარ არის ვის შევჩივლო? გამიკვირდა მე და პრეზიდენტი? 105 კილო ვიყავი, ჯანმრთელი და დამაავადმყოფეს. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი ხალხს თავისუფლებას მივცემდი.~
ექიმის თქმით, ნაჯახით დასდევდა, არა მხოლოდ მეზობლებს, შვილებსაც. საავადმყოფოში შვილმა მოიყვანა.
სიმპათიური 45 წლის მარიანა კი ყვება: `ადრე მიმკითხავეს, ისეთი გამარჯვება გელის, შენი მტრები მოყვრები გახდებიანო... მე ქალაქი ბორდოდან ვარ, მაგრამ მგონი, მაქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე ვიარო და მქონდეს თავისუფლება. მაგრამ პოლიციელები და ნიღბიანი კაცები დაგვდევენ. როგორ შეიძლება ადამიანის ჩაკეტვა და საერთოდ, სიბოროტეებს სჩადიან ღვთის წინაშე. თავისუფლებისთვის მებრძოლი ვარ და ყოველთვის ვიტყვი - გაუმარჯოს კომუნისტურ პარტიას, გაუმარჯოს დემოკრატებს და ყველა იმ ხალხს, ვისაც თავისუფლება უყვარს. ყველას, სანიტრებსაც, ექთნებსაც... ბოდიშით, ასე, რომ ავღელდი. ადგილობრივი ლტოლვილი ვარ. ინტერნაციონალურ ქალაქში ვცხოვრობ, თბილისის მაგვარი ქალაქია, მაგრამ აქ ყველაფერი ისეთი უნდა იყოს, როგორც თბილისში იყო. ხატებს ვხატავ. ქრისტემ თავის თავზე აიღო ცოდვები. ამ ადამიანმა აიღო ცოდვები, რომ ხალხს მიენიჭოს თავისუფლება. იმიტომ ვწვალობთ და ვწამობთ, რომ მომავალი თაობა კარგად იყოს.
მინდა სატელევიზიო ფილმი გადავიღო. მრავალსერიან ფილმში შევასრულებ როლს `ანარეკლი სარკეში~. სცენარიც დავწერე. მე თვითონ ჟურნალისტი ვარ. როგორც კინოვარსკვლავს მინდა საქართველოს ტელევიზიას დარჩეს ჩემი ფილმი. მალე რეჟისორიც ჩამოვა. მე მგონი ჩამოსულია ფელინი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ.
ქუჩაში გასვლის უფლებას არ მაძლევენ, იმიტომ რომ საომარი მოქმედებაა. ტელევიზიამ გამოაცხადა მესამე მსოფლიო ომი დამთავრდაო. ვწერ ნაწარმოებებს. სახლში 18 ფურცელი მაქვს.
მინდა ჩემი შვილი ბედნიერი იყოს. მიწისძვრის დროს დამესიზმრა ღმერთი და ხატი დავხატე. ჩემი და აქ ვერ მოდის, იმიტომ რომ საომარი მოქმედებაა.
აქ რაც აქვთ გვაჭმევენ. ისე, საიდან უნდა მოიტანონ პური. დაკეტილი დაბრიკა-ქარხნები. საომარი მოქმედებაა. ომის დროს უფასოდ ვმუშაობდი, კონცერტებს ვმართავდი. ოსკარით ვარ დაჯილდოებული. ძალიან მწყინს საქართველოს თავისუფლება რომ არ აქვს. მე მონაზვნად აღვიკვეცები, რომ საქართველოს ხელოვნებით მაინც მივანიჭო ჭეშმარიტება და ხალხს ვუყვარდე. ინტერნაციონალი ამითაა სავსე, რომ ხალხს ერთმანეთი უყვარდეს.~
გასათხოვარი. კარგად იცის ინგლისური, უმაღლესი განათლებით. დამთავრებული აქვს კონსერვატორია. ფსიქიატრიულში 15 წელზე მეტია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
14 comments:
მშვენიერია :)
აპლოდისმენტები ავტორს.
ეკატერინეს საფლავზე ფრაზამ დაგლიჯა :D
tu saidumlo ar aris avtori vinaa?
BarCamp Caucasus 2008 ორგანიზატორები იწვევენ ბლოგერებს, ჟურნალისტებს, IT სპეციალისტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ბლოგერთა პირველ არაკონფერენციაზე კავკასიაში!
უახლოესი შეხვედრა: სამშაბათს, 25 მარტს, სასტუმრო "ატლანტა"-ს საკონფერენციო დარბაზი (რჩეულიშვილის 13)
დასაწყისი: საღამოს 8:00
მონაწილეები: BarCamp Caucasus-ის ორგანიზატორები, BarCamp Baltics და BlogCamp CIS (კიევი) ორგანიზატორები, ჟურნალისტები, ბლოგერები და BarCamp Caucasus-ის მონაწილეები.
სადისკუსიო თემები:
* რა არის ბარკემპი?
* ბარკემპის საწყისები
* ბარკემპის ორგანიზება
BarCamp - საზოგადოდ განიხილება, როგორც არაკონფერენცია - თავშეყრის სრულიად ახალი ფორმაა, რომელიც ჩაისახა "სილიკონის ველზე" 2005 წელს და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. არაკონფერენცია არაოფიციალური ნაწილია კონფერენციისა, რომელიც ღია დისკუსიების, იდეებისა და მოსაზრებების გაცვლას ემსახურება
ძირითადი თემები:
* ახალი მედია-საშუალებები
* ჟურნალისტიკა
* ვების განვითარება
* სოციალური ქსელები
* ღია კოდი და ა.შ.
შეკითხვები გაქვს?
დამიკავშირდი
www.barcamp-kavkaz.org
:)
კარგი იყო....
sad dagvekarge? :/
გადასარევია )) სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ))
დიდი მადლობა ავტორს = ))
ძალიან მაგარია ))
მე პირდადად მომეწონა ))
წარმატებები !!
ძალიან ლამაზი ფრაგმენტია ))
zaan magariaaa me piradad didi siamovneb mivige
Zaan ragacnairia sagol
sagoool magari frazebiaaaaaaa
Zalian magrad momewona sagol kargi postia
must look at this cmVjWtIo [URL=http://www.hermes-birkinprice.weebly.com/ - hermes outlet[/URL - for gift vGAYgKDD [URL=http://www.hermes-birkinprice.weebly.com/ - http://www.hermes-birkinprice.weebly.com/ [/URL -
Post a Comment